პარასკევი, 29-მარ-2024, 3:13:43მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
» ვიდეო

» Twitter

» საიტის მენიუ

» დაუმეგობრდი

» უწმინდესი ილია II

» რეკლამა

» კავთისხევი

მთავარი » 2009 » ივლისი » 26 » ქვათახევის მამათა მონასტერი
2:11:46
ქვათახევის მამათა მონასტერი
ქვათახევის მამათა მონასტერი null
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი კასპის რაიონში, სოფელ წინარეხიდან 5 კმ-ზე, მდინარე კავთურას ხეობაში მდებარეობს. პლატონ იოსელიანი მის ამშენებლად წმ. მეფე დავით აღმაშენებელს ასახელებს და 1126 წლით ათარიღებს, სხვა გადმოცემა კი მის მშენებლობას წმ. მეფე თამარს უკავშირებს. გადმოცემით ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილია ჩატანებული და ტაძარიც მისსავე სახელს ატარებს.
ათეისტური ხელისუფლების დროს სამონასტრო ცხოვრება XX ს-ის 90-იან წლებში კვლავ აღდგა სტავროპიგიალური მონასტრის სტატუსით. ამჟამად მონასტერი სამთავისისა და გორის ეპარქიის შემადგენლობაშია, სადაც კეთილმოწესეობს ბერდიაკონი დამიანე (ხუფენია).
აქ არსებულ სიწმინდეთაგან აღსანიშნავია: ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი სიწმინდე წმ. იოანე ნათლისმცემლის წმიდა ნაწილი და ღვთისმშობლის მიძინების სასწაულთმოქმედი ხატი, რომლისწინაშეც უშვილო მშობლები ევედრებიან ყოვლადწმინდა დედას.
კანკელზე ხეზე შესრულებული ოქროთი შეფერილი ღვთისმშობლის მიძინების, იოანე ნათლისმცემლის, წმ. ნინოს, თორმეტი მოციქულის და სხვათა ხატები ყოფილა, რომლებზეც ხუცური წარწერები არსებულა. ტაძრის მთავარი ხატი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, კანკელზე, სამეუფეო კარის მარცხნივ სამრეკლოს კართან ყოფილა დასვენებული, რომელიც ხშირად ვლაქერნისად იხსენიება და ქართველთა ლაშქარში, ქართველთა საბრძოლო ხატს წარმოადგენდა. მის წინაშე ღვთისმშობლისადმი აკათისტოს კითხვა ყოფილა დაწესებული. ღვთისმშობლის ეს სასწაულმოქმედი ხატი, რომლის წინაშეც ყოვლადწმინდა დედას შეწევნისათვის განსაკუთრებით უშვილო მშობლები ევედრებოდნენ, პლატონ იოსელიანის აღწერით კაკლის ხის ფიცარზე იყო შესრულებული და სიგრძით 14 სმ. სიგანით კი 9 სმ. იყო. მასზე ღვთისმშობელი იყო ყრმით გამოსახული
ხატი XVII საუკუნეში მეფე არჩილმა რუსეთში წაიღო, საიდანაც 1751 წელს დააბრუნეს და მონასტერში იმყოფებოდა 1827 წლამდე, სანამ მას თბილისში ფერისცვალების ტაძარში გადაიტანდნენ. ქვათახევი ქართლის უმთავრეს მონასტრად ითვლებოდა და დიდებულთა მფარველობის ქვეშ იყო, ჩვენამდე მოღწეულია მეფე ლაშა-გიორგის შეწირულობის სიგელი ქვათახევისადმი... ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა და მონასტრის მისის ქვათახევისდა, სალოცველად და წარსამარ[ თებლად] მეფობისა ჩუენისად.
პლ. იოსელიანის და ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით ქვათახევი XV სმდე დედათა მონასტერი ყოფილა, და შემდეგ დაარსებულა მამათა მონასტერი, თუმცა აღნიშნული მოსაზრების დამადასტურებელი არც ერთი ისტორიული დოკუმენტი არ არსებობს და არც აქ მცხოვრები რომელიმე დედის სახელია ცნობილი. 1386 წელს (არსებობს მოსაზრება, რომ 1400 წელს) თემურ-ლენგმა მონასტერი დაარბევინა, სადაც შეკრებილი იყვნენ გარემო მახლობელთა მონსტერთაგანნი მონაზონნი, მრავალნი მამანი და დედანი, აზნაურთაგანი და მღვდელნი და დიაკონნი და თვით მონასტრისა მისს ძმანი“, მათ გარდა ერისკაცთა მათ სიმრავლე სოფელითგან მალობელთა იყო არა მცირე“. 
უღმერთოებმა მონასტრის კარები შეამტვრიეს, გაძარცვეს იგი „განიტაცეს ჭურჭელნი და გამოიღეს სიმდიდრენი მონასტრისა საუნჯეთა არა მცირედი, რამეთუ ფრიად მდიდარ იყო მონასტერი იგი“. ღვთის სამკვიდრებელში შეჭრილებმა მახვილები იშიშვლეს და შერკებილთ ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს. მათ კი უპასუხეს: „ვერა რა მემან განმაშორეს სიყვარულსა მას ქრისტესსა, ჭირმან, ანუ იწროებამან, დევნამ, ანუ სიყმილმან, შიშლოებამან, ანუ ურვამან, ანუ მახვილმან“, მაშინ მტარვალებმა ქრისტეს წმინდა ტარიგნი ტაძარში გამოკეტეს და ცეცხლი აღაგზნეს, თავწარკვეთილთა სისხლით გაჯერებული მიწა იწვოდა, ცეცხლის ალი ზეცამდე ადიოდა, ხშირი ნაკვერჩხლები ცვიოდა, „ქუხილსა სახმილისასა მთანიცა ხმას სცემდნენ“, ქრისტესთვის ყოვლადდასაწველთა ნეტარი სულები კი გალობდნენ: „აკურთხევდით ცეცხლი და სიცხე უფალსა, უგალობდით და ზესთა ამაღლებდით მას უკუნისამდე“. 
ასე შეიწირნენ ღვთის მიმართ ურწმუნოთაგან ქვათახევის წმინდა მოწამენი. ტაძრის იატაკზე კი მათ დამწვარი სხეულების კვალი აღიბეჭდა: „და ვიდრე დღეინდელად დღემდე იხილვების შინაგან იატაკსა ზედა წმინდასა ეკლესიისასა დამწვარი სახენი მათნი“, „...მაგრამ ყველაზე დიდი კვალი ის არის, რაც მათ დატოვეს საქართველოს ისტორიაში, ეკლესიის ისტორიაში, ყოველი მორწმუნე ადამიანის გულში, იმ ადამიანებისა, რომლებიც მოდიან და მათგან ითხოვენ შემწეობასა და მეოხებას ღვთისას. აი, ეს არის მათი წარუშლელი კვალი“ - იტყვის ექვსი საუკუნის შემდეგ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი ანდრია ქვათახევის წმინდა მოწამეთა ხსენების დღეს, 23 აპრილს. 
მტარვალთაგან დარბეული მონასტერი საქართველოს მეფე წმ. ალექსანდრე დიდმა (1412-1442 წწ) აღადგინა და აქედან მოყოლებული მონასტერი იმდენად წმინდად მიიჩნეოდა, რომ ქალს ფეხი აღარ დაუდგამს. მათთვის დაახლოებით 1488 წელს რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ნიში აიგო და იქ ევედრებოდნენ ყოვლადწმიდა დედას, ამ წესს 1796 წლამდე უცვლელად იცავდნენ. 1821 წლამდე კი ტაძარში ფეხშიშველნი ან მხოლოდდამხოლოდ საგანგებო ქოშებით შედიოდნენ, რასაც საქართველოში ბატონობისას თვით ტაძარში შესვლის მსურველი თურქი და ირანელი დიდებულებიც კი ემორჩილებოდნენ.null
წმ. ალექსანდრე მეფის მიერ აღორძინებულ მონასტერში კი საუკუნეთა მანძილზე არა ერთი ცნობილი და განათლებული პიროვნება მოღვაწეობდა, XV ს-ის 60-იან წლებში ქვათახევის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო სამცხის ყველაზე დიდი და გავლენიანი ათაბაგის ყვარყვარე ჯაყელის მეუღლის ნესტან-დარეჯანის (სქემაში ნინოს) მამა გერმანე (ერისკაცობაში გიორგი). 1517 წელს, ქვათახევის მამათა მონასტრის წინამძღვრად სილიბისტრო მაღალაძე იხსენიება. XVI ს-ის 50_იან წწ-ში კი ქვათახევის წინამძღვარი ფილიპე (ბარათაშვილი) ყოფილა, რომელსაც 1559 წლის 1 დეკემბერს ქართლის საკათალიკოსო მამულების სითარხნის გუჯარი დაუწერია: “დაიწერა გუჯარი ესე... ხელითა მღუდელ-მონაზონისა ქუათახევის წინამძღუარისა ბარათაშვილის ფილი პესითა“, რომელიც წინამძღვარმა დავითმა, ის კი წინამძღვარმა თომამ შეცვალა.
1601 წელს ქვათახევის მონასტერს ოქროთი და ვერცხლის 70000 ლევი შეუწირავს სვიმონ მეფის თურქთა ტყვეობიდან გამოსახსნელად. ამ პერიოდში მონასტერს წინამძღვრობდა იოანე (ავალიშვილი), რომელიც ერისკცობიდან ცნობილი მწიგნობარი, კალიგრაფი და მხატვარი იყო. ჯერ კიდევ ერისკაცობაში გადაუწერია და მხატვრულად გაუფორმებია “ვეფხისტყაოსანი“, ხოლო წმ. მოწამე ქეთევან დედოფლის დაკვეთით გადაუწერია და შეუმკია ლოცვან-დაუჯდომელი. ჩვენთვის უცნობია, თუ როდის აღიკვეცა ბერად, თუმცა ვიცით, რომ ის ჯერ საფარის მამათა მონასტრის წინამძღვარი, შემდეგ ქვათახევის წინამძღვარი გამხდარა, 1614 წელს შაჰაბას I შემოსევის გამო მეფე წმ. ლუარსაბ მეორესა და თეიმურაზ პირველთანერთად პატრიარქი იოანე IX იმერეთს შეეხიზნა, სადაც 1616 წელს ღვთივ განისვენა. წინამძღვარ იოანეს (ავალიშვილის) მთავარეპისკოპო სად კურთხევის შემდეგ წინამძღვრად იოსებ ნასიძე იქნა დადგენილი, რომლის დროსაც ქართლის მეფემ, წმ. მოწამე ლუარსაბ მეორემ ქვათახევის ტა- ძარში ჯვარი დაიწერა დიდი ქართველი მხედართმთავრის გიორგი სააკაძის დაზე. შემდეგი წინამძღვარი, იმერეთის ერთერთი სათავადო სახლის წარმომადგენელი ტრიფილე დაახლოებით 1617 წელს, შაჰ-აბას I მიერ იქნა აღსრულებული და შეუერთდა ზეციურ საქართველოს საიდანაც ავედრებს ყოვლადწმინდა დედას, სავანესა და თავისერს. 
უღვთოთა მიერ ა ღ ს რ უ ლ ე ბ უ ლ ი წინამძღვრის შემდეგ წინამძღვრად დავით სააკაძე ჩანს, მისი მომდევნო “ქუათახევის წინამძღ(უ)არი პატრონი ზაქარია“ და უკვე 1620 წლის 15 ივლისით დათარიღებულ დიდი მოურავის გადაწყვეტილების წიგნში იხსენიება ქაიხოსრო ჯავახიშვილის საქმეზე, როგორც საპატიო კაცი. ის 1624 წელს წინამძღვარმა აღაპიტიმ (ერისკაცობაში ბეჟან სააკაძე) შეცვალა, რომელიც მამამისის, დიდ მოურავ გიორგი სააკაძის ნებით იქნა დადგენილი. XVII სის 50-60-იან წლებში ქვათახევის წინამძღვარი იყო ნიკოლოზი (ჩხეიძე), რომელსაც ტაძრისათვის დასავლეთი კარიბჭე მიუშენებია. “შეწევნითა ამის მონასტრისათა ჩვენ წინამძღვარმანგ ჩხეიძემ ნიკოლოზ აღვაშენე კარიბჭე ესე მეფობისა ვახტანგისა და დედოფლობასა დადიანის ასულისა მარიამისსა“. წინამძღვარი ნიკოლოზი 1660 წლის ახლო ხანებში ქართლის ანუ სამთავროსა და გორის მთავარეპისკოპოსად იქნა ხელდასხმული, ქვათახევის მონასტრის წინამძღვრად კი XVIII ს-ის 70-80-იან წლებში ქრისტეფორე დადგინდა (სავარაუდოდ, ნაცვლიშვილი და 1688 წლიდან მთავარეპისკოპოსი), რომელიც 1683 წელს “ხელმწიფის მეფეს გიორგისთან შელაპარაკდეს ქვათახევის წინამძღვარი ქრისტეფორე და მაღლაძენი – ნიკოლოზ სახლთუხუცესი, რევაზ და ადამ, სეხნია და მათნი ნათესავნი ქვათახევს სასაფლაოსა, სენაკსა და ბაღჩა საბოსტნეს ცილობდეს“ - სარცელი გაარჩია და გადაწყვიტა ეპისკოპოსმა იოსებ თბილელმა, თუმც მაღლაძეებთან დაპირისპირება ამით არ ამოწურულა. მომდევნო წინამძღვარი ექვთიმე, 1691 წელს ერეკლე I ნაზარალიხანის განჩინებაში თარხნიშვილებისა და მაღლაძეების საქმეზე კვლავ როგორც მაღლაძეთა მომჩივანი ხსენიება. XVII ს-ის 90-იანი წლების II ნახევარში ქვათახევის წინამძღვარია მეფე გიორგი XI მეუღლის, დედოფალ ხორეშანთან დაახლოებული პირი დიმიტრი. 1700 წლისათვის კი წინამძღვარად არქიმანდრიტი ექვთიმე (თარხნიშვილი) ჩანს, რომელიც მეფე ვახტანგ VI დროსაც იხსენიება. 1716 წლის 2 აპრილს მის ნაცვლად უკვე ნიკოლოზია (ავალიშვილი) აღნიშნული, რომელიც მალევე შეცვალა წინამძღვარმა ქრისტეფორემ.null
XVIII ს-ის 30_იან წწ-ში ქართლ-კახეთის ლეკთა თავდასხმების გამო აუტანელი მდგომარეობა იყო შექმნილი. ქვათახევის მონასტერიც 1735-1740 წწ-ში ბერმონაზვნებმა დატოვეს და დაიკეტა, ხოლო აქ დაცული სიწმინდეები მონასტრის ახლოს ერთ გამოქვაბულში გადამალეს.
XVIII ს-ის 40_იან წწ-ში ქვათახევში ბერ-მონაზვნები დაბრუნდნენ და მალევე წინამძღვრად არქიმანდრიტი იოანე გამოირჩიეს, რომელიც 1748 წლის თბილისის საეკლესიო კრების გადაწყვეტილებას მღვდელმთავრების შემდეგ პირველი აწერს ხელს: “იოანე, უღირსმან არქიმანდრიტმან უპირველესისა მონასტრისა ქვაბ-ხევისა ვლაქერნისა ღვთისმშობელისამან, წარვსწერენ“. იოანე ბეჭდით ამოწმებს ასევე, “ამილახორთა მორიგების წიგნს“ საბა ნინოწმინდელი მიტროპოლიტისადმი 1746 წლის 11 მაისს და ამავე წელს იხსენიება კათოლიკოს-პატრიარქ ანტონ I გადაწყვეტილების საფუძველზე შედგენილ სასამართლოს სიგელში, ბოლოს კი მეფე ერეკლე II მიერ 1764 წლის 12 მარტს გაცემულ სიგელში. 
არქიმანდრიტ იოანეს შემდეგ, წინამძღვრად არქიმანდრიტი ანტონი (თარხნიშვილი) გამოირჩიეს, რომელიც მონასტერში 1794 წლამდე ცხოვრობდა, შემდეგ კი ქვათახევი დატოვა და 1802 წელს აღესრულა კიდეც. XVIII ს-ის ბოლოს, 90_იან წწ-ში არქიმანდრიტია პავლე, რომელიც 1799 წელს ლეკების მიერ იქნა მოკლული, ქვათახევის მონასტერი კი იმდენად იქნა დარბეული, რომ ახლადარჩეული წინამძღვარი არქიმანდრიტი ათანასე (თარხნიშვილი) არა ქვათახევში დამკვიდრდა, არამედ იდლეთის წმ. იოანე ნათლისმცემლის VI სის ტაძარში და იქიდან განაგებდა მონასტერს. ამავე წელს პატრიარქმა ანტონ II ხუთასკაციანი რაზმის დახმარებით, თავისი თვალით მოიხილა მონასტერი, ტაძარში ფეხშიშველმა აღავლინა ლოცვა და ბერები აკურთხა, რათა დროებით იდლეთში გადასულიყვნენ. ამავე დროს ქვათახევი ქართლ-კახეთში კვლავ უპირველესი მონსტრის ღირსებით იყო შემოსილი და ერეკლე II (1798 წელს) და გიორგი XII დაკრძალვის ცერემონიალზე (1801 წელს) პროტოკოლით “მღვდელმთავრების შემდეგ კუბოსთან პირველები მარჯვნივ ქვათახევის, მარცხენა მხარეს კი შუამთის არქიმანდრიტები მიდიოდნენ, რომლებსაც მოძღვართმოძღვარნი და პ რ ო ტ ო პ ა პ ნ ი მიყვებოდნენ“. 
არქიმანდრიტი ათანასე 1711 წელს დაბადებულა, უკვე ღრმად მოხუცებული 88 წლისა ქვათახევის წინამძღვრად გამოირჩიეს. “ესე ათანასე... თუმცა არა იყო დია სწავლულ, გარნა სიმხნითა იყო სრული. ამან დიდად იღვაწა ქვაბთახევის მონასტრისათვის, ლანგ-თემურის მიერ შემუსვრილისა აღაშენა საოხარი სოფელი კავთისხევი...აქვნდა პატივი მეფისა ირაკლისა და მეფისა გიორგისაგან, და დღე და ღამე იყო მზრუნველ ერისათვის თვისთადა კეთილად განვლო ცხოვრება თვისი“ - წერს მის შესახებ იოანებაგრატიონი. გარდაიცვალა 1807 წელს, 96 წლის ასაკში და დაკრძალეს მის მიერ განახლებულ იდლეთის წმ. იოანე ნათლისმცემლის ტაძარში. 
მომდევნო წინამძღვარი დოსითეოსი (ერისკაცობაში დიმიტრი ფიცხელაური) კი, როგორც იოანე ბაგრატიონი წერს: “არს წერილთა შინა გამოცდილი და უბნობასა შინა რიტორი. ამან იღვაწა მსგავსად პირველისა და განაახლა ხელახლა მონასტერი და დაადგინა ბერები. ამანვე აღაშენა კარგი წისქვილი გორსა შინა და განუმრავლა შემოსავალი მონასტერსა“.1809 წელს არქიმანდრიტ დოსითეოსის ძებნის შედეგად, აღმოჩენილ იქნა ქვათახევის მონასტრის სიწმინდეები, რომლებიც ნახევარი საუკუნის წინ ბერებმა ლეკთა შემოსევის გამო გადამალეს და ისინი კვლავ მონასტერში დააბრუნა. null
1811 წელს ქვათახევის შიომღვიმის სავანეც მიეწერა და არქიმანდრიტი დოსითეოზი შეთავსებით შიომღვიმის წინ ამძღვრადაც დაინიშნა. 1810 წლის ნოემბერში კათოლიკოს პატრიარქ ანტონ მეორესთან ერთად ის სანკტ-პეტერბურგში ჩადის. 1811 წლის 20 ივნისს რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I ბრძანებულებით საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმებულად ცხადდება და დოსითეოსს ქვე ასხამენ ხელს მღვდელმთავრად და რუსეთის სინოდის მიერ გორის ეპისკოპოსად და ეგზარქოსის ქორეპისკოპოსად ინიშნება. 1814 წელს უკვე მთავარეპისკოპოს დოსითეოსს ახლად შექმნილი ოსეთის ეპარქიის მართვა დაევალა, მასვე დაუმორჩილეს სამწყსოდ თელავის მაზრის ქრისტიანებიდა კავკასიის მთის ქორეპისკოპოსის წოდება მიანიჭეს - “მონათლა რაოდენიმე სულნი ოსთაგანი და განუწესა მღვდელნი და კეთილად მწყსითა ეკლესიასა ღვთისათა. გარნა შურითა ქსნის ერისთავთა და მუნებურისა მთავარმართებელისა ტიშევისაგან), კაცისა მექრთამისა და განუძღომელისაგან, სიცრუით შესმენილ იქნა“ და გაწვეულ იქნა მოსკოვში, სადაც 1825 წლამდე მოღვაწეობდა, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა და თბილისში ცხოვრობდა. გარდაიცვალა 1830 წელს და დაკრძალეს თბილისის ფერისცვალების მონასტერში. 1811 წელს ქვათახევის მამათა მონასტრის წინამძღვრობა არქიმანდრიტ ათანასეს (ალექსიშვილი) მიენდო, რომელიც 1822 წლის შემდეგ მოსკოვში, ერთ-ერთი მონასტრის წინამძღვრად იქნა გადაყვანილი, ხოლო მრავალ განსაცდელს გამოვლილი ქვათახევის მონასტერი იმჟამად არსებული ე.წ. საქართველო-იმერეთის სინოდალური კანტორის წარდგინებით რუსეთის უწმინდესმა სინოდმა თბილისშიგადაიტანა, ავლაბრის გორაზე და 1822 წლის 29 ოქტომბერს მას ფერისცვალების მონასტერი უწოდა. მასვე დაუმორჩილა შიომღვიმის მონასტერიც. შიომღვიმეშიგადაიტანეს ქვათახევში დაცული სიწმინდეებიც: ქვათახევის ერთ-ერთი წამებულის თავის ქალა (ზოგიერთი ცნობით წმ. თომას თავის ქალა); წმ. მოწამე ევგენის თავის ქალა, წმ. დიდმოწამე გიორგის თეძოს ძვლის ნაწილი, წმ. დიმიტრის ხერხემლის ნაწილი და სხვა წმინდანთა წმიდა ნაწილები, რომლებიც ღვთისმშობლის გამოსახულებიან ვერცხლის ყუთში ინახებოდა. ქვათახევში დაცულ სიწმიდეთაგან განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო მოოქროვილი ვერცხლის თხელი ფენით დაფარული ხის სინი, რომელზედაც, გადმოცემის მიხედვით, საიდუმლო სერობისას ტრაპეზი დამზადებულა. სინი XIX ს-მდე საქართველოს ეკლესიაში ინახებოდა და მის შესწავლას სპეციალური კვლევა მიუძღვნა ი.მ ურავიოვმა. აი, რას წერს მის შესახებ პლ.იოსელიანი: “ჯერ კიდევ ჩანს ანგელოზის ფრთა და მოციქულთა სახეები (არშიაზე), მაგრამ დღეისათვის დარჩენილია მხოლოდ პეტრე მოციქულის სახე; წარწერა ქართულია, მაშასადამე სამკაული საქართველოშია გაკეთებული, დაფარულია თხელი ოქროვერცხლიანი ჩარჩოთი, მოციქულების ამოზნექილი სახეებით. ფიცარი იმდენად ძველია, რომ ხელის შეხებით იფხვნება. ჩარჩო კი მოვარდნილია. ეს სინი მთელი არ არის, ნახევარია. ეტყობა, ოვალური ფორმისა იყო. გადმოცემით, იგი საბერძნეთიდან, ბერძენთა მეფის ასულის, ელენეს მიერ არის მოტანილი. ელენე მეფე ბაგრატ კურაპალატის მეუღლე იყო“.
მონასტერთან არსებული სამედავითნეო სკოლაც, სადაც განათლება მიუღია შემდგომში წილკნელ ეპისკოპოს ტარასის (კანდელაკს), რომელმაც XX ს-ის 30_იან წლებში მონათლა ყრმა ირაკლი ღუდუშაურ-შიოლაშვილი, დღეს ჩვენთვის ცნობილი, დიდი სულიერი მწყემსი, უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. ამჟამად მონასტერში ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი სიწმინდე წმ. იოანე ნათლისმცემლის წმ. ნაწილი ინახება. ქვათახევის მონასტერში ტოტალიტარული რეჟიმის ხელისუფლების ზეწოლით შეწყვეტილა სამონასტრო ცხოვრება. XX ს-ის 90-იან წლებში კვლავ აღდგა სტავროპიგიალური მონასტრის სტატუსით.
2002 წელს მონასტერი სამთავისისა და გორის მღვდელმთავარს, მეუფე ანდრიას(გვაზავა) გადაეცა, რომლის წინამძღვრობითაც კვლავ დაიწყო მონასტრის განახლება, ხელახლა აშენდა სატრაპეზო, განახლდა ბერების საცხოვრებელი სენაკები, მონასტერში განახლდა ტაძრამდე მისასვლელი გზა. ამჟამად მონასტერში კეთილმოწესედ წინამძღვრის, ეპისკოპოს ანდრის მიერ დადგენილია მღვდელმონაზონი დამიანე (ხუფენია). წელს, 2006 წლის მარიამობის დღესასწაულზე რამდენიმე მორჩილი აკურთხეს აქ სამოღვაწეოდ. ქვათახევის წმინდ სავანე დედა-ღვთისმშობლის შემწეობით თანდათან კვლავ იბრუნებს თავის ძველ დიდებას და მასზე აღსრულდება საუკუნეების წინათ თქმული დიდი წინასწარმეტყველის სიტყვები: „გამდიდრდებიან უდაბნონი წამულნი და სიხარულით შეიმოსებიან მთანი შენნი“.
null

ნანახია: 6096 | დაამატა: ქსოვრელა | რეიტინგი: 5.0/6
სულ კომენტარები: 11
10 anci  
0
I LOVE KAVTISXEVI very,very,very,very,very much

9 bachi  
0
mec dzaan miyvarrsss me nacvlishvili var mamis mxridan da deda myavs tvaladeli kaciashvili papachesm mamis mxridan badri qvia da dedachemis mxridan mamas kakoo :) shalo kaciashvili xo gagigiat :) kiuchans edzaxian vinc tvaladi icit :* me tbilishi vcxovrob naxalovkashi da sofeli maq kavtisxeviii :*

8 bachi  
0
dailocoss es mxari miyvars kavtisxeviii tvaladi da xvedreliand ubanii :*

7 qetii  
0
kidev monaselianis ubansss :*:*:*:*:*

6 qetii  
0
venacvale am madlian mxares. chemi sopeliiia da dzalian miyvars

5 zura  
0
dideba mtisa da baris salocavebs

4 lali  
1
ai dzaaannn magariiiaaaaaa........... me tvitonn aq maqvss sopeliaa, martlacc rom magaria,, kavturazee vgijdebi, maghla kavtaze,txilianze,qvataxevix dzaan magariaa (L)(L)

3 dato  
1
yvelaze magari sopeli kavtisxevia me dedis mxridan iqidan var damagrad miyvars eg sopeli kavtura miyvars kavtis ekesia qvataxevi monaselianis ubani yvelaze magrad miyvars

2 ana  
1
dideba upals

1 koba  
1
ulamazesia

11 ana  
0
dzalian mikvars saertos kaspi da qvataxevis monasteri...mama damiane kvelaze dzalian mikvars gmertma dalocos mama damiane ..

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლა
ლოგინი:
პაროლი:

» მე ♥ კავთისხევი

» Facebook

» რეკლამა

» რეკლამა

» სტატისტიკა


ქსოვრელა © 2006-2024