გიორგი შატბერაშვილი - 22 დეკემბერში 2009 - კავთისხევი †
ორშაბათი, 05-დეკ-2016, 5:22:32მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
» ვიდეო

» Twitter

» საიტის მენიუ

» დაუმეგობრდი

» უწმინდესი ილია II

» რეკლამა

» კავთისხევი

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 22 » გიორგი შატბერაშვილი
11:12:15
გიორგი შატბერაშვილი

გიორგი შატბერაშვილი დაიბადა 1910 წლის 14 აპრილს ქ.თბილისში. მამა - ივანე შატბერაშვილი სათავადაზნაურო საკრებულოში ბიბლიოთეკარ-არქივარიუსი იყო. დედა - თამარ გიორგის ასული გოგიბედაშვილი გენეტიკურად გიორგი სააკაძეს ენათესევებოდა. მოგვიანებით დედისა და მამის სახეები მწერლის მოთხრობებში მარადიულობის სიმბოლოებად იქცა. ისინი იყვნენ ახალი პიროვნების დაბადებისა და ღირსეულ კაცად ჩამოყალიბების საწყისი და საფუძველი.პატარა გიორგი ხშირად სტუმრობდა ბებიასა და პაპას კასპის რაიონის სოფელ თვალადში, რომლებიც მუდმივად იქ ცხოვრობდნენ. გიორგის ბავშვობის საუკეთესო მოგონებებიც თვალადთან იყო დაკავშირებული. ჭერმისფერი კრამიტით დახურული შატბერაშვილების ძველი სახლი იდგა მდინარეების – კავთურასა და გუდალურას შესართავთან. გიორგი აქ ისმენდა დარბაისლურ ქართულს, აქედან შეჰყურებდა კატაურასა და ძლევის ქედს, ხან მზით გაჭახჭახებულს და ხან თოვლიანს. ამიტომაც ადრეული ასაკიდან გამოჰყვა განსაკუთრებული ლტოლვა მზისა და თოვლისადმი, რაც შემდეგ მისი შემოქმედების „გულისგული" გახდა.

სოფლიდან სასწავლებლად პატარა გიორგი თბილისში გადავიდა. კავთისხევის სადგურამდე საყვარელმა ბიძამ, სანდრო ქვლივიძემ გააცილა. მას მამალხინესაც ეძახდნენ, რადგან ქარაგმული სიტყვების ჩაწერა და მათი ხმარება იტაცებდა.
ივანე და თამარ შატბერაშვილებს ოთხი შვილი ჰყავდათ: ნატალია(ნატო), გიორგი, ლევანი და შოთა. ლევანი თბილისის მარჯანიშვილის სახელობის თეატრის მსახიობი და რეჟისორი გახდა, შოთამ ინჟინრობა აირჩია, გიორგიმ კი – მწერლობა. გიორგი შატბერაშვილი სწავლობდა თბილისის მე-15 საშუალო სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგ, 1928 წელს, მან სწავლა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე განაგრძო, მაგრამ ისტორიამ უფრო გაიტაცა და უნივერსიტეტი 1932 წელს ისტორიკოსის დიპლომით დაამთავრა. გიორგი შატბერაშვილმა მოწაფეობაშივე გამოამჟღავნა პოეტური ნიჭი და დაიწყო ლექსების წერა. მისი პირველი ლექსი დაიბეჭდა 1925 წელს გაზეთ „მოწაფის ხმაში", რომლის რედაქტორი შოთა ძიძიგური იყო.გიორგი შატბერაშვილმა ლიტერატურული მოღვაწეობა დაიწყო 1929 წლიდან. მისი ლექსების პირველი კრებული გამოქვეყნდა 1932 წელს. ახალგაზრდა მწერალი აქტიურად ჩაება ქვეყნის ლიტერატურულ ცხოვრებაში. სიჭაბუკეშივე ბედი სცადა დრამატურგიაში. დაწერა პიესა „დუშმანი", რომლითაც დაინტერესდა დიდი რეჟისორი სანდრო ახმეტელი. 1934 წელს მან ხსენებული პიესა რეჟისორ შალვა აღსაბაძეს დაადგმევინა თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე. სპექტაკლი მუსიკალურად გააფორმა კომპოზიტორმა იონა ტუსკიამ, მხატვარი იყო გიორგი სიდამონ-ერისთავი. 1933 წელს გიორგი შატბერაშვილმა დაწერა ლექსი „წერილი ახალგაზრდობას", რომელიც პიესა „დუშმანთან" ერთად გახდა ავტორის დაპატიმრებისა და შემდეგ კი შუა აზიაში, კერძოდ, ალმა-ათაში გადასახლების მიზეზი. იგი გაათავისუფლეს 1936 წლის მაისში, თუმცა ჩამორთმეული ჰქონდა თბილისში ცხოვრებისა და ნაწარმოებების გამოქვეყნების უფლება.

გადასახლებიდან დაბრუნებული გიორგი შატბერაშვილი გაემგზავრა კასპის რაიონში. რვა წლის განმავლობაში (1936-1944 წწ) ცხოვრობდა კავთისხევში, თვალადში (შატბერაშვილების უბანში).

სოფლებში ქვემოჭალაში, კავთისხევში და კასპში ასწავლიდა ქართულ ენას, ლიტერატურას, რუსულ ენასა და ისტორიას. ამავე დროს ახლოს ეცნობოდა სოფლის ცხოვრებას, აგროვებდა მასალებს თავისი მომავალი მოთხრობებისა და პიესებისთვის. დედაქალაქს მოცილებული მწერალი მშობლიური ლიტერატურის მადლს აზიარებდა თავის მოწაფეებს. ქართული ლექსისა და ქართული სიტყვის სიყვარულს უნერგავდა მათ.

1938 წელს გიორგი შატბერაშვილმა იქორწინა ნათელა ქეშელაშვილზე, სათნო და მომხიბლავ ადამიანზე. ნათელა და გიორგი შატბერაშვილებს შეეძინათ ქალ-ვაჟი - მზია და ზებედე. ზებედე დღეს-დღეობით არქეოლოგია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი(იგი არის თავისი დიდი პაპის, აზნაურ ზებედე შატბერაშვილის სახეს ატარებს. პაპა, როგორც ისტორიული წყაროებიდან არის ცნობილი, კავთისხევის მღვდელი იყო და იბრძოდა 1812 წლის კახეთის აჯანყებისას რუსეთის ცარიზმის წინააღმდეგ), მზიამ კი დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტი.

1944 წელს, სასჯელის მოხდის შემდეგ, გიორგი შატბერაშვილმა უფლება მიიღო დაბრუნებულიყო თბილისში და გაეგრძელებინა შემოქმედებითი საქმიანობა. დიდი ერუდიციისა და გაქანების მწერალი ვერ ეტეოდა ლიტერატურის ერთი რომელიმე ჟანრის ჩარჩოში. დაკვირვებული და გამჭრიახი თვალის მხატვარს ბევრი რამ ჰქონდა სათქმელი და ამიტომ ლიტერატურის თითქმის ყველა ჟანრში ცდიდა კალამს. მის სამუშაო მაგიდაზე მხარიმხარ იქმნებოდა ლექსები, პოემები, მოთხრობები, პიესები, საბავშვო ნაწარმოებები, ნარკვევები, ლიტერატურული წერილები, იგი ამავე დროს თარგმნიდა უცხოური ენებიდან ქართულ ენაზე ლიტერატურის საუკეთესო ნიმუშებს.

1945 წელს ქართველმა მაყურებელმა თბილისის მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო თეატრის სცენაზე ნახა გიორგი შატბერაშვილის პიესა „ფიქრის გორა", რომელსაც დიდი წარმატება ხვდა წილად და რესპუბლიკის თითქმის ყველა თეატრში დაიდგა. ამ პიესას მოჰყვა „რკინის პერანგი " და „ძველი სახლი ", რომელთა დადგმა 1947-1948 წლებში განხორციელდა კვლავ მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე, აგრეთვე დაიდგა პიესა „უცნობი ქალი". ამ სპექტაკლებმა სახელი და წარმატება შემატა თეატრს.
გარდაიცვალა 1965 წლის 20 აპრილს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში

ნანახია: 4663 | დაამატა: ქსოვრელა | ტეგები: giorgi, shatberashvili | რეიტინგი: 4.1/19
სულ კომენტარები: 10
10  
1965wlis 20 aprils gardaicvala...:)

9  
au mec mak tema dasaweri 19 saukunis saqartvelo saukuno sagzalis micevit ))

8  
au tema maqvs dasaweri 19 saukunis saqartvelo saukuno sagzlis mixedvit happy happy

7  
ნამდვილად წარმოდგენა არ მაქვს როდი გარდაიცვალნენ :(

6  
mwirdeba saswrafod
?????

5  
au mshoblebi rodis gardaicvalnen????????????????

4  
eeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeeh

3  
au aii magari kaci iyoo ;\(

1  
da rodis gardaicvala?

2  
გარდაიცვალა 1965 წლის 20 აპრილს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლა
ლოგინი:
პაროლი:

» მე ♥ კავთისხევი

» Facebook

» რეკლამა

» რეკლამა

» სტატისტიკა


ქსოვრელა © 2006-2016