პარასკევი, 29-მარ-2024, 11:43:44მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
» ვიდეო

» Twitter

» საიტის მენიუ

» დაუმეგობრდი

» უწმინდესი ილია II

» რეკლამა

» კავთისხევი

მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » კვირაცხოვლის ეკლესია
8:00:12
კვირაცხოვლის ეკლესია
არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლის ცენტრში, ბექობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია განსაკუთრებით მისი ჩრდილოეთ მხარე, ღმადაა მიწაში ჩამჯდარი. ეკლესია დარბაზულია (4,45 X 3,85 მ),ნაგებია დიდი ნატეხი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და აგურიც. შესასვლელი დასავლეთიდანაა. სწორკუთხა საკურთხეველში და დასავლეთ კედელში თითო ვიწრო სარკმელია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი ლოდებით, რომლებიც ამავე დროს თაროსებრ ლავგარდანს ქმნიდა. აღმოსავლეთით ლავგარდნის ორიოდე ქვაა შემორჩენილი. დასავლეთსი კარის თავზე ჩასმულია რელიეფური ქვაჯვარი, რომლის კიდეებზე ორ სვეტად სომხური წარწერაა, ეკლესია სომხურია.

                                                                                                                                                                                                              მგალობლიშვილი მ.
ნანახია: 2466 | დაამატა: ქსოვრელა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 4
3 kolxidec  
1
მეც დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის,მინდა ასევე მივაქციოთ ყურადღებას ელია გორას იდლეთში ეს გორა საერთოდ გამოუკვლევად ითვლება,გადმოცემის თანახმად აქ წარმართული ტაძარი იყო ,ეხლაც დარჩენილია მის წვერზე ქვათა ნაშთები,საინტერესოა ვფიქრობ არქეოლოგებისთვის ეს მთა და ერთგვარად სიწმინდეს წარმოადგენს. მას აქვს განსაკუთრებული დიდებულება თავისი ხედით მისგან მთელი კავთისხევი მოსჩანს და ასევე სხვა სოფლებიც,გვალვის დროს ხალხი ტერადიციის მიხედვით მასზე ცეცხლს ანთებდნენ და ელიას თხოვდნენ წვიმას რაც სასწაულებრივად მართლაც შეისმენდა ხოლმე ხალხის თხოვნას,ადრე მისი მხრიდან ამბობენ რაღაც წყაროც ჩამოედინებოდწა,რაც დაკარგულა,ალბათ იმიტომ რომ აქ ტყეც ყოფილა რომელიც დაუწვიათ მტრის შემოსევის დროს,რაც შეეხება კვირაცხოვლის ეკლესიას მასზე ადრე ერთი ბავშვი ასულა და სახურავი წაუბილწია,ამის გამო მოხრილ მდგომარეობაში მყოფისთვის ელვას დაურტყამს და იგი მოუკუნტია იგი გადარჩენილა მაგრამ მთელი ცხოვრება მოკუნტული უვლია ამის მომსწრე იყო პაპაჩემი.და მინდა ვთქვა, რომ ასევე მადარდებს ის ფაქტი ,რომ ამ ეკლესიაში ჩაშენებუული სომხური წარწერიანი ქვა არის დისკრიმინაცია ამ ეკლესიის ისტორიული კუთვნილებისა,რადგანაც დანამდვილებით ვიცი რომ ეს სომხებს ჩაუშენებიათ,მათახასიათებდათ თავიანთი ეკლესიებიდან ასეთი ქვების წამოღება და სადაც დასახლდებოდნენ ამ ქვას იქ დებდნენ მათი მხრიდან ბევრჯერ იყო მითვისებულკი ამდაგვარად ქართული კულტურული მემკვიდრეობა,ანალოგიური რამ მოხდა შავნაბადის მონასტერში,მაგრამ დავის მერე სომხებს არგუმენტი არ ეყოთ და დანებდნენ მითვისების ახირებას.,და კითხვას გისვამთ მე, ვინღა დაიცავს ისეთ პატარა ეკლესიას როგორიც კვირაცხოვლობის ეკლესიაა?,დაუბრუნეთ მას ისტორიული მემკვიდრეობა და მოაცილეთ ერთი საუკუნის წინ ჩაშენებული სომხური ჯვარი,გვეყო ტოლერანტობა ქართველებს არავის მივცემთ უფლებას, რომ წაგვართვან ის რაც ჩვენ გვეკუთვნის გვეყო რაც დავთმეთ. მოგიწოდებთ რომ ეს საკითხი მოამზადოთ და დავუკავშირდეთ სპეციალისტებს და საპატრიარქოს,კვირაცხოვლობის ეკლესიის გადასარჩენად მისი დისკრიმინაციისგან.გარდა ამისა იქნებ აღვადგინოთ მონასტრული ცხოვრება იდლეთში.ცნობილია რომ გასაბჭოების მერე ბევრი ხალხი დაუხვრეტიათ და გაუკულაკებიათ კავთისხევში,ხალხიც გამოცვლილა მაშინ მაბეზღარი და ავაზაკური გამხდარა,ერთმანეთს კარმიდამოს უტეხდნენ თუ მიტოვებულს თუ ნახავდნენ მითუფრო.ეს დანაშაულებრივი ტენდენცია ადრე კავთისხევში არ არსებობდა თურმე და სასულიერო ცხოვრების გაწყვეტის მერე დაწყებულა,ვფიქრობ თუ ბერთა უბანი კვლავ გააცოცხლებს სასულიერო ცხოვრება ს კავთისხევი კვლავ დაიბრუნებს ისტორიულ მადლს,და შეიძლება ელიაგორადანაც წყარომ კვლავ იხეთქოს, როგორც ადრე არსებობდა ისტორიულად და კვებავდა სოფელს,ღმერთმა ინებოს და ჩვენც აღორძინდეს ძველი სიწმინდეები..

4 ქსოვრელა  
0
ჩვენ თუ არ მივხედეთ და არ მოვუარეთ ჩვენ ისტორიულ ძეგლებს მაშინ აღარც კვირაცხოვლის ეკლესია გვექნება და აღარც ქვათახევი. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ჩვენი ისტორიული ძეგლების გაგადასარჩენათ. თუნდაც იმ ელემენტარულით , რომ არ დავანაგვიანოთ ძეგლების მიმდებარე ტერიტორიები და წარწერები არ გავაკეთოთ მის კედლებზე. ბევრია ისეთი ადგილი სადაც შესაწირს კლავენ და ნაგავს იქვე ტოვებენ , ამიტომ მოდით და ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ ამ დიდ საქმეში რასაც ჩვენი ისტორიისა და საარწმუნოების დაცვა ჰქვია!

1 e.i.  
1
გთხოვთ დადოთ თუ შესაძლებელია კვირაცხოვლის ეკლესიის სურათები და ის ჯვარიც და სომხური წარწერაც ჩემი ცნობით ეს ეკლესია სასწაუკმომქმედი იყო და დაახლოებით 4–5 საუკუნის უძველესი ძეგლია,რამდენადაც ვიცისომხური არუნდა ყოფილიყო და საინტერესოა ტუ არსებობს ამის შესახებ კვლევა,იგი შესაძლებელი როდისმე ბერის კელიაც იყო რადგან ასეა ცნობილი რომ იდლეთს ერთდროს ბერთა უბანს ეძახდნენ,იქ სასულიერო პირები მოღვაწეობდნენ,ოდითგანვე ქართველნი.რუსეტის იმპერიის დროს სომხებმა დაიწყეს შემოსვლა,და მანგლისიდან წამოსულა ვინმე სომეხი მხვდელი დასახლებულა და ეკლესია გაუსომხებია,თუარ ვცდები ეს ეკლესია,თქვენ მიერ დადებული მთავარ ანგელოზის ეკლესიაა,იქვე კვირაცხოვლობასთან,ეს მთავარ ანგელოზის ეკლესია კი ახლად აუგიატ ძველის საფუძველზე,მის გარშემო მცირე გალავანი ყოფილა რაც დროთა განმავლობაში ქანების დაწევის გამო ჩამოინგრა,ამ გალავნის აშენებაში გადმოცემით ვიცი რომ პაპაჩემის პაპის მამას სახელად მოსე ირემაშვილს მიუღია მონაწილეობა და აუშენებია ერთი კედელი,დღეს ამ კედლის ნანგრევებია შემორჩენილი,გზისპირა მხარეს

2 ქსოვრელა  
0
იდლეთი მართლაც ბერების უბანი იყო და სერიოზულ გამოკვლევასაც საჭიროებს. ინფორმაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული და მალე აუცილებლად შემოგთავაზებთ მას, რაც შეეხება სურათებს ეგ პრობლემაც მალე მოგვარდება... სავარაუდოდ საიტიც გადავა ქართულ სერვერზე და ეს ყველაფერი უახლოესი მომავალში განხორციელდება და იმედი მაქვს უფლის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება ... დიდი მადლობა საიტის მომხმარებლეს ვინც ეცნობით ინფორმაციას და თქვენს შენიშვნებსა და აზერებს აფიქსირებთ!!!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლა
ლოგინი:
პაროლი:

» მე ♥ კავთისხევი

» Facebook

» რეკლამა

» რეკლამა

» სტატისტიკა


ქსოვრელა © 2006-2024