მიქელ-გაბრიელის ეკლესია - 15 ივნისში 2010 - კავთისხევი †
ხუთშაბათი, 23-თებ-2012, 12:03:21მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
» ვიდეო

» საიტის მენიუ

» ქველმოქმედება

» დაუმეგობრდი

» უწმინდესი ილია II

» რეკლამა

» კავთისხევი

მთავარი » 2010 » ივნისი » 15 » მიქელ-გაბრიელის ეკლესია
8:01:01
მიქელ-გაბრიელის ეკლესია
არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის ცენტრში. თარიღდება გვაინდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (15,15 – 5,8 მ.), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენბულია აგური და რიყის ქვაც. თვდაპირვეალდ ეკლესია მცირე ზომისა ყოფილა. მოგვიანებით მისთვის დასავლეთიდან მოზრდილი სათავსი მიუშენებიათ. შესასვლელი დასავლეთ კედლის ცენტრშია, ჩრდილოეთ კარი ამოენებულია. საკურთხეველში ერთი სარკმელია. საკურთხეველი დარბაზის იატაკის დონიდან საკმაოდ ამაღლებულია და სამსაფეხურიანი კიბე აქვს. საკურთხევლის გვერდებზე ვიწრო სათავსებია. ეკლესიის გრძივი კედლები ორი წყვილი პილასტრითაა დანაწევრებული (აღმოსავლეთ პილასტრები უფრო მასიურია). ისრული კამარა საბჯენ თაღებს ეყრდნობა. ეკლესიის დანარჩენ სამ კედელში თითო სარკმელია. ჩრდილოეთ სარკმელთან სანათლავი ნიშია. დასავლეთ ფასადზე ფრონტონის ქვეშ გამსოახულია პატარა რელიეფური ჯვარი. ეკლესიას თაროსებრი ლავგარდანი აქვს. სახურავი ორფერდა, გადახურულია კრამიტით (დაზიანებულია).
ფრონტონის კეხზე დგას აგურით ნაგები სამრეკლო - ოთხბოძიანი თაღებით გახსნილი ფანჩატური, რომელსაც პირამიდული სახურავი აქვს.

                                                                                                                                                                                                                                                                       მგალობლიშვილი მ. 
ნანახია: 1101 | დაამატა: ქსოვრელა | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
0  
1 Www.Religion.ucoz.com   (20-ოქტ-2010 11:18:37)
† Www.Religion.ucoz.com - მართლმადიდებელური ვებ გვერდები... დაამატე შენი საიტი!

სახელი *:
Email:
კოდი *:
» შესვლა
ლოგინი:
პაროლი:

» მე ♥ კავთისხევი

» დაუმეგობრდი

» რეკლამა

» რეკლამა

» სტატისტიკა


ქსოვრელა © 2006-2012