პარასკევი, 19-აპრ-2024, 10:08:20მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | მითები და ლეგენდები - ფორუმი | რეგისტრაცია | შესვლა
[ ახალი შეტყობინებები · მონაწილეები · ფორუმის წესები · ძებნა · RSS ]
  • გვერდი 1 დან
  • 1
ფორუმი » კავთისხევი » კავთისხევი და კავთისხეველები » მითები და ლეგენდები
მითები და ლეგენდები
ქსოვრელაDate: ხუთშაბათი, 03-ივნ-2010, 2:10:05 | Message # 1
გენერალ :)
Group: Administrators
Messages: 12
Awards: 3
Reputation: 5
Status: არ არის საიტზე
საკავთისხეოში არსებული მითები და ლეგენდები death death
 
ქსოვრელაDate: ხუთშაბათი, 05-აგვ-2010, 10:32:03 | Message # 2
გენერალ :)
Group: Administrators
Messages: 12
Awards: 3
Reputation: 5
Status: არ არის საიტზე
1386 წელს (არსებობს მოსაზრება, რომ 1400 წელს) თემურ-ლენგმა მონასტერი დაარბევინა, სადაც შეკრებილი იყვნენ გარემო მახლობელთა მონსტერთაგანნი მონაზონნი, მრავალნი მამანი და დედანი, აზნაურთაგანი და მღვდელნი და დიაკონნი და თვით მონასტრისა მისს ძმანი“, მათ გარდა ერისკაცთა მათ სიმრავლე სოფელითგან მალობელთა იყო არა მცირე“.
უღმერთოებმა მონასტრის კარები შეამტვრიეს, გაძარცვეს იგი „განიტაცეს ჭურჭელნი და გამოიღეს სიმდიდრენი მონასტრისა საუნჯეთა არა მცირედი, რამეთუ ფრიად მდიდარ იყო მონასტერი იგი“. ღვთის სამკვიდრებელში შეჭრილებმა მახვილები იშიშვლეს და შერკებილთ ქრისტეს უარყოფა მოსთხოვეს. მათ კი უპასუხეს: „ვერა რა მემან განმაშორეს სიყვარულსა მას ქრისტესსა, ჭირმან, ანუ იწროებამან, დევნამ, ანუ სიყმილმან, შიშლოებამან, ანუ ურვამან, ანუ მახვილმან“, მაშინ მტარვალებმა ქრისტეს წმინდა ტარიგნი ტაძარში გამოკეტეს და ცეცხლი აღაგზნეს, თავწარკვეთილთა სისხლით გაჯერებული მიწა იწვოდა, ცეცხლის ალი ზეცამდე ადიოდა, ხშირი ნაკვერჩხლები ცვიოდა, „ქუხილსა სახმილისასა მთანიცა ხმას სცემდნენ“, ქრისტესთვის ყოვლადდასაწველთა ნეტარი სულები კი გალობდნენ: „აკურთხევდით ცეცხლი და სიცხე უფალსა, უგალობდით და ზესთა ამაღლებდით მას უკუნისამდე“.
ასე შეიწირნენ ღვთის მიმართ ურწმუნოთაგან ქვათახევის წმინდა მოწამენი. ტაძრის იატაკზე კი მათ დამწვარი სხეულების კვალი აღიბეჭდა: „და ვიდრე დღეინდელად დღემდე იხილვების შინაგან იატაკსა ზედა წმინდასა ეკლესიისასა დამწვარი სახენი მათნი“, „...მაგრამ ყველაზე დიდი კვალი ის არის, რაც მათ დატოვეს საქართველოს ისტორიაში, ეკლესიის ისტორიაში, ყოველი მორწმუნე ადამიანის გულში, იმ ადამიანებისა, რომლებიც მოდიან და მათგან ითხოვენ შემწეობასა და მეოხებას ღვთისას. აი, ეს არის მათი წარუშლელი კვალი“ - იტყვის ექვსი საუკუნის შემდეგ საქართველოს სამოციქულო ეკლესიის მღვდელმთავარი, ეპისკოპოსი ანდრია ქვათახევის წმინდა მოწამეთა ხსენების დღეს, 23 აპრილს.
 
nika110709Date: სამშაბათი, 26-აპრ-2011, 8:05:26 | Message # 3
Private
Group: მომხმარებელი
Messages: 1
Awards: 0
Reputation: 0
Status: არ არის საიტზე
cool smile me dzalian mikvars kavtisxevi mtebi dzaan bevri da lamazia smile tongue biggrin
Attachments: 0674625.jpg (325.9 Kb)
 
ფორუმი » კავთისხევი » კავთისხევი და კავთისხეველები » მითები და ლეგენდები
  • გვერდი 1 დან
  • 1
ძებნა:


ქსოვრელა © 2006-2024