მაღალაანთ ეკლესია, მაღალაანთ ეკლესიის ანსამბლი, XII საუკუნის დასასრულის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. კასპის რაიონის სოფელ წინარეხიდან 2,5 კმ-ზე, მდინარე კავთურის მარცხენა ნაპირზე (თბილისიდან დასავლეთით 55 კმ-ზე). ეს მხარე XIV საუკუნიდან ძლიერ აზნაურებს — მაღალაძეებს ეკუთვნოდა (მანამდე ივანიძეების მფლობელობაში იყო). აქედანაა სახელწოდებაც.
გეგმით სწორკუთხა, ერთნავიანი ეკლესია აღმართულია ორსაფეხურიან ცოკოლზე, გადახურულია ცილინდრული კამარით. სამხრეთ ფასადის მთელ სიგრძეზე გასდევს ასევე ცილინდრული კამარით გადახურული ეგეტერი, რომლის აღმოსავლეთი აფსიდით დასრულებული ნა
...
კითხვის გაგრძელება »