კომპლექსში შემავალი ნაგებობები
ეკლესია .გალავანი .კოშკი, .სატრაპეზო .
სამრეკლო .საცხოვრებელი სენაკები
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
გადმოცემით ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილია ჩატანებული და ტაძარის მისსავე სახელს ატარებს. აქვე დაბძანებულია ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი სიწმინდე წმ.იოანე ნათლისმცემლის წმინდა ნაწილი და ღვთისმშობლის მიძინების სასწაულთმოქმედი ხატი, რომლის წინაშეც უშვილო მშობლები ევედრებიან ყოვლადწმინდა დედას.ამავე ტაძარში დაუწერია ჯვარი ქართლის მეფე ლუარსაბ II-ს დიდი მოურავის-გიორგი სააკაძის დაზე.
გეოგრაფიული მდებარეობა
სამონასტრო კომპლექსი კასპის რაიონში, სოფელ წინარეხიდან 5 კმ-ზე, მდინარე კავთურას ხეობაში მდებარეობს.
ისტორიუილი მიმოხილვა
ქვათახევი ქართლის უმთავრეს მონსატრად ითვლებოდა და დიდებულტა მფარველობის ქვეშ იყო. პ.იოსელიანის და ისტორიკოსთა ერთი ნაწილის აზრით, ქვათახევი XV ს-მდე დედატა მონასტერყ ყოფილა, შემდეგ კი მამათა მონასტერი დაარსებულა( თუმცა ამის დამადასტურებელი ამსალა არ არსებობს). 1386 წელს თემურ –ლენგის მორიგი ლაშქრობის დროს მონასტერი აიკლეს, "განიტაცეს ჭურჭელნი და გამოიღეს სიმდიდრენი მონასტრისა საუნჯეთა არა მცირედი, რამეთუ ფრიად მდიდარ იყო მონასტერყ იგი”, ხოლო მონასტერში თავშეფარებული "მონაზონნი, მრავალნი მამანი და დედანი, აზნაურთაგანნი და მღდელნი და დიაკონნი " და მალულად ამოსული სოფლის მცხოვრებლები სასტიკად დაარბიეს, ხოლო შემდეგ, როდესაც ქრისტიანბის უარყოფაზე უარი მიირეს, ერთად გამოკეტეს ყველა და ტაძარი ცეცხლს მისცეს.