ხუთშაბათი, 28-მარ-2024, 2:28:07მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
» ვიდეო

» Twitter

» საიტის მენიუ

» დაუმეგობრდი

» უწმინდესი ილია II

» რეკლამა

» კავთისხევი

მთავარი » 2009 » ივლისი » 26

null
იბერის ლექსი

ოდეს მამაცი იბერი, 
ცისა და ქვეყნის ასაკის,
ლაღი და თვალებცისფერი,
მცხეთის მახლობლად დავსახლდი;
წელს ხმალი მება ხალიბის,
ხელში გუთანი მეჭირა,
ქვის ტახტზე ვიწექ ყარიბი,
ვარსკვლავების ქვეშ მეძინა.
ნათელ თუ წყვდიად ღამეში
უღრანში ვჩეხდი ახოებს,
ხარი მყავდა და კამეჩი,
ვეძებდი დაბალახოებს.

მივდექ, დასისხლულ თითებით
მცხეთას ავაგე ტაძარი,
გაღმამთას ჯვარი შევაბი,
არმაზს ვაფრქვიე ნაცარი...
ოდითგან თრობის მომგონი
და მოყვარული სინათლის,
ურჩი არაბის, მონგოლის,
პარტახში ვაზებს ვწინდავდი.
ვახარე შავფხა თავთუხი,
კაჟით მოვხატე კევრები,
რთვლობას ვაჟურად დავდუღდი,
ტკბილით დავავსე ქვევრები...

და აი, რასაც ვნატრობდი:
ღვინო და პური მახობლის,
მოდით, მსურველო დათრობის,
სიყვარულის და ლაღობის.
მოდით, ჰქუხს ქვევრი თავღია,
თაღარში ბორგავს მაჭარი,
ვაჰ ... კითხვის გაგრძელება »
Views: 2704 | Date: 26-ივლ-2009 | Rating: 5.0/2 | Comments (0)

კასპსა და კასპის რაიონში არსებული ტაძრები, 
რომელთაც ესაჭიროებათ აღდგენა-რესტავრაცია:
ქალაქი კასპი:
ეკლესია შუბნიშანი;
კვირაცხოველის ეკლესია;
მაცხოვრის ეკლესია;
მთავარანგელოზის ეკლესია;
ღვთისმშობლის ეკლესია;
აღაიანის ნინოწმიდის ეკლესია;
აღაიანის გიორგის ეკლესია;
ახალქალაქის წმიდა თეოდორეს ეკლესია
ახალშენის წმიდა გიორგის ეკლესია
ახალაციხე:
ახალციხის ეკლესია;
ზედაჯვრის ეკლესია;
ნასოფლარის ზედაჯვარი, წმიდა ჯვრის ეკლესია;
ნასოფლარი ორბეთი, კვირაცხოველის ეკლესია;
ბარნაბიანთკარის მთავარანგელოზის ეკლესია;
ბარნაბიანთკარის წმიდა გიორგის ეკლესია;
გარიყულას ფავნისის წმიდა გიორგის ტაძარი;
გომისჯვარის იოანე მახარებლის ეკლესია;
გომისჯვარის წმიდა გიორგის ეკლესია;
გოსტიბე (ახალქალაქი):
კაბერის მცირე ტაძარი;
წმიდა გიორგის ეკლესია; 
სალომიის ლომისის ტაძარი;
წმიდა სამების ეკლესია;
გრაკალის ეკლესია (დარბაზული);
გრაკალის ეკლესია (გვ. ფეოდ. ხანა);
გუდალეთი (კავთისხევი):
ღვთისმშობლის ტაძარი;
კაციაანთ ეკლესია;
კვირ ... კითხვის გაგრძელება »
Views: 4588 | Date: 26-ივლ-2009 | Rating: 5.0/2 | Comments (0)

null
კავთურა, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში. სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე 1910 მ სიმაღლეზე, ერთვის მდინარე მტკვარს მარჯვნიდან სოფ. ქვემო ხანდაკთან. სიგრძე 26 კმ, აუზის ფართობი 129 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. მდგრადი წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო მრავალწლიური ხარჯი შესართავთან 0,96 მ3/წმ. იყენებენ სარწყავად (935 ჰა) და წისქვილებისათვის.
null
Views: 2554 | Date: 26-ივლ-2009 | Rating: 5.0/3 | Comments (3)

ქვათახევის მამათა მონასტერი null
ქვათახევის სამონასტრო კომპლექსი კასპის რაიონში, სოფელ წინარეხიდან 5 კმ-ზე, მდინარე კავთურას ხეობაში მდებარეობს. პლატონ იოსელიანი მის ამშენებლად წმ. მეფე დავით აღმაშენებელს ასახელებს და 1126 წლით ათარიღებს, სხვა გადმოცემა კი მის მშენებლობას წმ. მეფე თამარს უკავშირებს. გადმოცემით ტაძრის საძირკველში ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილია ჩატანებული და ტაძარიც მისსავე სახელს ატარებს.
ათეისტური ხელისუფლების დროს სამონასტრო ცხოვრება XX ს-ის 90-იან წლებში კვლავ აღდგა სტავროპიგიალური მონასტრის სტატუსით. ამჟამად მონასტერი სამთავისისა და გორის ეპარქიის შემადგენლობაშია, სადაც კეთილმოწესეობს ბერდიაკონი დამიანე (ხუფენია).
აქ არსებულ სიწმინდეთაგან აღსანიშნავია: ქრისტიანული ეკლესიის უდიდესი სიწმინდე წმ. იოანე ნათლისმცემლის წმიდა ნაწილი და ღვთისმშობლის მიძინების სასწაულთმოქმედი ხატი, რომლისწინაშეც უშვილო მშობლები ევედრებიან ყოვლადწმინდა დედას.
კანკელზე ხეზე ... კითხვის გაგრძელება »
Views: 6095 | Date: 26-ივლ-2009 | Rating: 5.0/6 | Comments (11)

» შესვლა
ლოგინი:
პაროლი:

» მე ♥ კავთისხევი

» Facebook

» რეკლამა

» რეკლამა

» სტატისტიკა


ქსოვრელა © 2006-2024