კავთურა, მდინარე აღმოსავლეთ საქართველოში, შიდა ქართლში. სათავე აქვს თრიალეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე 1910 მ სიმაღლეზე, ერთვის მდინარე მტკვარს მარჯვნიდან სოფ. ქვემო ხანდაკთან. სიგრძე 26 კმ, აუზის ფართობი 129 კმ2. საზრდოობს წვიმის, თოვლისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე. მდგრადი წყალმცირობა — ზამთარში. საშუალო მრავალწლიური ხარჯი შესართავთან 0,96 მ3/წმ. იყენებენ სარწყავად (935 ჰა) დაწისქვილებისათვის.