ხუთშაბათი, 18-აპრ-2024, 1:40:17მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
» ვიდეო

» Twitter

» საიტის მენიუ

» დაუმეგობრდი

» უწმინდესი ილია II

» რეკლამა

» კავთისხევი

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 22
ვახუშტი ბაგრატიონი ჩვენული ლაკონურობით ამგვარად აგვიწერს კავთას:
"... დიდგორის კალთას, არს ციხე კავთისა, მაღალს კლდესა ზედა შენი".
"კავთა" მდინარე კავთურის ხეობაში გაბტონებული სახელწოდებაა (კავთა, თავკავთა, კავთის-ხევი, კავთურა, კავთის ციხე, კავთის ეკლესია, გვარი კავთიაშვილი).
გაურკვეველი და ამოუშიფრავია "კავთა"-ს მნიშვნელობა, თუმცა ამ სიტყვის შინაარსის ახსნა სცადა სერგი მაკალათიამ, რომელმაც დაწვრილებით აღწერა კავთურის ხეობა.
დიდი ქართველი მეცნიერის ზემოთმოყვანილ მცირე აღმწრილობაში ორი რამ არის საყურადღებო:
1. ვახუშტი არაფერს ამბობს კავთის წმინდ გიორგის სახელობის ეკლესიის შესახებ, რომელიც იმავე "მაღალს კლდესა ზედა" არის ნაშენი და დღემდე მოღწეული. ეს ეკლესია სპეციალისტების მიერ შესწავლილი არ არის, მაგრამ ძველი უნდა იყოს, ალბათ გამორჩა.
2. ვახუშტი არ ახსენებს "თ ა ვ კ ა ვ თ ა ს", რაც დღემდე ჰქვია "მაღალს კლდესა ზედა შენ" კავთას. ეს გასაგებიც არის, "თავკავთა" შემდეგდროინდელი შერქმეული უნდა იყოს. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ის ფაქტი, რომ კავთურის ხეობაში (სოფ. თვალადში) ... კითხვის გაგრძელება »
Views: 3837 | Date: 22-დეკ-2009 | Rating: 5.0/1 | Comments (2)

ამ რამდენიმე წლის წინათ ერთმა ჩემმა მეგობარმა მიმითითა იმ ფაქტზე, რომ აკაკი წერეთელი ერთ თავის ლექსში აგდებით იხსენიებს სოფელ კავთისხევსო, თანაც ამ ლექსის ერთი სტროფი ზეპირად მითხრა:

ვინღა გაარჩევს პედაგოგს,
უგვაროსა და გვარიანს,
როდესაც ერთი ფასი აქვს
კავთისხევსა და ვარიანს!

მაშინ აკაკის თხზულებათა ის ტომი, რომელშიც ეს ლექსია დაბეჭდილი, ხელთ არა მქონდა, ამისგამო ძნელი იყო წინასწარ გათვალისწინება იმ საინტერესო ქვეტესტისა, რომელიც ამ სტროფს ჰქონია.
ჩემი სოფელი ლამაზ სოფლად მიმაჩნდა. გაგონილი მქონდა ხლხური სიმღერა:

კავთისხეო, შემკობილო,
წინ, მინდორო, უკან ტყეო.
ბიჭებისა სათამაშო,
ქალებისა სამოთხეო.

სოფელი ვარიანი არ მენახა, მაგრამიმ ხალხურ ლექსებში, სადაც ქართლის სოფლებია დახასიათებული, წაკითხული მქონდა:

ვარიანი - ვალიანი,
უტყეო და ქარიანი...

აი რას ვკითხულობთ პეტრე უმიკაშვილის "ხალხური სიტყვიერების" შენიშვნებში ამ ლექსის გამო: "სხვა სოფლებს ... კითხვის გაგრძელება »
Views: 5452 | Date: 22-დეკ-2009 | Rating: 5.0/3 | Comments (10)

            ეპისტოლარული
საფალავნო ქვა, იგივე საჯილდაო ლოდი, ვაჟკაცთა ღონის საცდელი. უმთავრესად მრგვლად "გამოკვერცხილი". ამ ლოდის აწევას აძნელებს არა მარტო მისი სიმძიმე, ლოდი მრგვალი და ლიპია, მოუხელთებელი: ხელი არ ეკიდება...
ბავშვობაში, სოფელ გუდალეთის ეკლესიის ეზოში, აღდგომის მეორე დღეს მინახავს როგორ ეჭიდებოდნენ ჭაბუკები საფალავნო ქვას. ასეთი ლოდი ყოფილა სოფ. თვალადშიც, ძლევის ქედზე, წმინდა გიორგის ეკლესიასთან... ამას წინათ ასეთივე სავაჟკაცო ქვა ვნახე სოფელ მეტეხში, ირაკლი გიგოს ძე მაღალაშვილის ეზოში.
ასეთი ლოდები ყოფილა რაჭასა (ბარაკონში) და სვანეთში. ლოდის აწევის სპორტი საქართველოს ყველა კუთხეში ყოფილა გავრცელებული და აქა-იქ ჩვენს დრომდე მოაღწია. დაწესებული იყო ქვის აწევის საფეხურები: ქარის გატარება, მუხლამდე, მკერდამდე აწევა, თავზეიტ და ცხენზეით გადაგდება. ამის მიხედვით ჯილდოც სხვადასხვა იქნებოდა. ამ ქართული სპორტის აღწერილობა მოცემული აქვს პოეტ ზ. შერაზადაშვილს (ჟურ. "დროშა" 1953, N4) ... კითხვის გაგრძელება »
Views: 3440 | Date: 22-დეკ-2009 | Rating: 5.0/3 | Comments (0)

nullკავთისხევი
და ქვათახევი

მრავალმხრივ არის საყურადღებო კავთურის ხეობა...
ამ მიდამოების ერთ-ერთი შესანშნავი ძეგლის ქვათახევის მონასტრის მაღალ თაღებ ქვეშ "შეჰყარა ლანგ თემურ მოწესენი და შეასხა ეჟვანნი (რომელნი იტყოდნენ: "ვაი ჩვენს დედაბრობასა, ეს რა გვეჟღარუნებიან!"), და გამოსწვა ყოველნი ეკლესიასა შინა, და ჩანს დღესაც იატაკს ზედა ხელნი, ფერხნი, თავნი და გვამნი. არავინ შევალს ფეხცმული, არამედ ფეხშიშველნი, სიწმინდისთვის...". (ვახუშტი).
ამავე თაღებ ქვეშ მოხდა ტრაღიკული ქორწინება ქართლის მეფის ლუარსაბისა და დიდი მურავის უბედური დისა. ეს ქორწინება და გიორგი სააკაძის სამეფო სახლთან დანათესავება გადაიქცა ქართლის უბედურების სათავედ, დიდი მოურავის ტრაღედიად და ლუარსაბის წამების მიზეზად.
ამ ხეობას რომანტიული შუქი მოჰფინა "ქართლის ცხოვრებამ", ვახუშტი ბაგრატიონმა, იოსებ თბილელმა, ვასილ ბარნოვმა... ქვათახევდან გამო ... კითხვის გაგრძელება »
Views: 6077 | Date: 22-დეკ-2009 | Rating: 5.0/2 | Comments (0)


როცა ხუმრობაზე მიდგება საქმე, მაშინვე მამალხინე გამახსენდება... მისი ჭაღარა თმა-წვერი, ოდნავ პირქუში სახე, ზოგჯერ ღიმილით დამშვენებული, ისიც მაშინ, თუ ხუმრობას მიუხვდით, ან თვითონ მიგახვედრათ.
- ოღონდ ბიჭი დამიბრუნდეს და... იანვარიც იყოს, რთველში დაგპატიჟებ, ვენახში შეგიყვან, ჩხებს აგაჭრევინებ!
გეტყვის რაღაც შეუძლებელს. ხუმრობა გგონია, არ უჯერებ, მაგრამ ნათქვამი ცხადდება.
მამალხინე იღიმება:
- აი, თუ არა... აი, თუ არა!
- მაშ ეს ხუმრობა არ ყოფილა?..
- უჰ, კაცი დავბერდი, რაღა დროს ჩემი ხუმრობაა!
აი, ახლაც თოვლში ვდგავართ, დილის არაყით ოდნავ შემთბარნი. იანვრის დილა თითებს გვისუსხავს, სუსტი მზე ამაოდ ებრძვის ყინვას.
აქ, სოფლის განაპირას, დათოვლილ ვენახში რას უნდა მოვეყვანეთ, თუ არა მამალხინეს ახირებას?.. რთველში დაგვპატიჟა...
ხელში არნადი უჭირავს, კუზიან ვაზებს შორის თოვლს ხვეტავს, თან ჩაგრეხილ ულვაშებს ეშმაკურ ღიმილს ახვევს.
პატივს რომ არ ვცემდე ამ ჭკვიან ბერიკაცს, დავალებული რომ არ ვიყო მისი მეზობლ ... კითხვის გაგრძელება »
Views: 2803 | Date: 22-დეკ-2009 | Rating: 5.0/3 | Comments (0)


გიორგი შატბერაშვილი დაიბადა 1910 წლის 14 აპრილს ქ.თბილისში. მამა - ივანე შატბერაშვილი სათავადაზნაურო საკრებულოში ბიბლიოთეკარ-არქივარიუსი იყო. დედა - თამარ გიორგის ასული გოგიბედაშვილი გენეტიკურად გიორგი სააკაძეს ენათესევებოდა. მოგვიანებით დედისა და მამის სახეები მწერლის მოთხრობებში მარადიულობის სიმბოლოებად იქცა. ისინი იყვნენ ახალი პიროვნების დაბადებისა და ღირსეულ კაცად ჩამოყალიბების საწყისი და საფუძველი.პატარა გიორგი ხშირად სტუმრობდა ბებიასა და პაპას კასპის რაიონის სოფელ თვალადში, რომლებიც მუდმივად იქ ცხოვრობდნენ. გიორგის ბავშვობის საუკეთესო მოგონებებიც თვალადთან იყო დაკავშირებული. ჭერმისფერი კრამიტით დახურული შატბერაშვილების ძველი სახლი იდგა მდინარეების – კავთურასა და გუდალურას შესართავთან. გიორგი აქ ისმენდა დარბაისლურ ქართულს, აქედან შეჰყურებდა კატაურასა და ძლევის ქედს, ხან მზით გაჭახჭახებულს და ხან თოვლიანს. ამიტომაც ადრეული ასაკიდან გამოჰყვა განსაკუთრებული ლტოლვა მზისა და თოვლისადმი, რაც შემდეგ მისი შემოქმედე ... კითხვის გაგრძელება »
Views: 6232 | Date: 22-დეკ-2009 | Rating: 4.1/19 | Comments (10)

» შესვლა
ლოგინი:
პაროლი:

» მე ♥ კავთისხევი

» Facebook

» რეკლამა

» რეკლამა

» სტატისტიკა


ქსოვრელა © 2006-2024