პარასკევი, 29-მარ-2024, 12:42:01მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | ომარ კელაპტრიშვილი | რეგისტრაცია | შესვლა
» ვიდეო

» Twitter

» საიტის მენიუ

» დაუმეგობრდი

» უწმინდესი ილია II

» რეკლამა

» კავთისხევი

 

                                                                       ომარ კელაპტრიშვილი



სიცოცხლეშივე ლეგენდადქცეული ხელოვანი, საქართველოს სახალხო არტისტი, მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი ომარ კელაპტრიშვილი თანდაყოლილი, ღვთიური ნიჭით დაჯილდოებული მუსიკოსი იყო, რომელიც გამაოგნებელ და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენდა მსმენელზე. მან ტრიუმფით დაიპყრო მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სცენა და სამშობლო არაერთგზის ასახელა.

სალამურზე ვირტუოზულად შესრულებული ხური თუ კლასიკური მუსიკის შედევრები, მარგალიტებივით ამკობდა ქართულ სამუსიკო ხელოვნებას. მან ერთ-ერთმა პირველმა, რატომღაც მივიწყებული უძველესი საკრავი ინსტრუმენტი ხელახლა ააღორძინა და დაამკვიდრა: „ჩემი ბედისწერა ყოფილა სალამური - ძნელია იმის გადმოცემა, თუ რა განცდა დამეუფლა, როდესაც 2 500 წლის წინანდელი, არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩენილ, მცხეთელი ბიჭის სამარხში ჩაყოლებულ სალამურს შევეხე და საუკუნეების შემდეგ ავახმიანე" - სიამაყით უთქვამს ერთხელ ომარს.

ომარ კელაპტრიშვილი იყო სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავი"ს ინსტრუმენტული ჯგუფის ხელმძღვანელი და უცვლელი სოლისტი. მან დაარსა ანსაბლი „იავნანა" , რომელსაც შემდგომში მის

პატივსაცემად „კელაპტარი" დაერქვა.

  ომარ კელაპტრიშვილმა მშობლიურ სოფელ კავთისხევში ორსართულიანი სახლი აიშენა, რომელიც მის სიცოცხლეშივე ქართველ ხელოვანთა და მწერალთა თავშესაყარად იქცა და 2003 წელს იქ მისი სახლ-მუზეუმი გაიხსნა. სახლ-მუზეუმში გამოფენილია უნიკალური ექსპონატები, აუდიო კასეტები, კომპაქტდისკები, ქართული ხალხური საკრავების ისტორიის ამსახველი მასალები, მისი საკონცერტო აფიშები, პირადი ნივთები - სიგელები, მედლები, საჩუქრები, სალამურები, ფანდურები, რომელზეც მართლაცდა ვირტუოზი ხელოვანი უკრავდა.                                                                

  49 წლის ასაკში გარდაცვლილი სალამურის ლეგენდა - ომარ კელაპტრიშვილი დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში განისვენებს. მის საპატივსაცემოდ, კავთისხევის საჯარო სკოლას მისი სახელი მინიჭა, ქალაქ თბილისში მის საცხოვრბელ სახლზე გაკრულია მემორიალური დაფა, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერიც მისი სახელობისაა, სადაც მისივე ბიუსტია აღმართული.      
    
  www.kaspi.org.ge


» შესვლა
ლოგინი:
პაროლი:

» მე ♥ კავთისხევი

» Facebook

» რეკლამა

» რეკლამა

» სტატისტიკა


ქსოვრელა © 2006-2024