სამშაბათი, 19-მარ-2024, 10:57:37მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
» ვიდეო

» Twitter

» საიტის მენიუ

» დაუმეგობრდი

» უწმინდესი ილია II

» რეკლამა

» კავთისხევი



              10 ივნისს, სულთმოფენობის შემდგომ კვირას, სოფელი კავთისხევი    აღნიშნავს თავის დღესასწაულს - " თავკვეთობას ". დღესასწაული    დაკავშირებულია "თავკვეთის" უძველეს სამონასტრო კომპლექსთან. ამ დღეს    სამთავისისა და გორის მიტროპოლიტმა ანდრიამ საღვთო ლიტურგია შეასრულა    სოფელ კავთისხევში, წმ. გიორგის ტაძარში. მეუფე ანდრიამ დალოცა ტაძარში      შეკრ ... კითხვის გაგრძელება »
Views: 10777 | Date: 11-ივლ-2012 | Rating: 5.0/1



ბესარიონ ჯორბენაძე (ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ - თანამშრომელი)


ძეგლის მეგობარი, 1970 წ., კრ.23, გვ. 68 -71



მდინარე კავთურა მტკვრის ერთი იმ შენაკადთაგანია, რომელიც ხშირად რუკაზე არც აღინიშნება ხოლმე. იგი დიდგორის ქედიდან გამოედინება და მტკვარს ერთვის ს. ქვემო ხანდაკთან. ხეობის სიგრძე სულ ოციოდე კილომეტრი თუ იქნება. სწორედ ეს აღმოჩნდა მისი უპირველესი ღირსებათაგანი - ამ ხეობის მეშვეობით შიდა ქართლი უმოკლესი გზებით უკავშირდება ქვემო ქართლსა და თრიალეთს. ეს გარემოება ანიჭებდა ... კითხვის გაგრძელება »
Views: 3505 | Date: 22-ივლ-2011 | Rating: 5.0/4 | Comments (0)

არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის ცენტრში. თარიღდება გვაინდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (15,15 – 5,8 მ.), ნაგებია ნატეხი ქვით, გამოყენბულია აგური და რიყის ქვაც. თვდაპირვეალდ ეკლესია მცირე ზომისა ყოფილა. მოგვიანებით მისთვის დასავლეთიდან მოზრდილი სათავსი მიუშენებიათ. შესასვლელი დასავლეთ კედლის ცენტრშია, ჩრდილოეთ კარი ამოენებულია. საკურთხეველში ერთი სარკმელია. საკურთხეველი დარბაზის იატაკის დონიდან საკმაოდ ამაღლებულია და სამსაფეხურიანი კიბე აქვს. საკურთხევლის გვერდებზე ვიწრო სათავსებია. ეკლესიის გრძივი კედლები ორი წყვილი პილასტრითა ... კითხვის გაგრძელება »
Views: 11314 | Date: 15-ივნ-2010 | Rating: 5.0/3 | Comments (1)

არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლის ცენტრში, ბექობზე. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესია განსაკუთრებით მისი ჩრდილოეთ მხარე, ღმადაა მიწაში ჩამჯდარი. ეკლესია დარბაზულია (4,45 X 3,85 მ),ნაგებია დიდი ნატეხი ქვით, გამოყენებულია რიყის ქვა და აგურიც. შესასვლელი დასავლეთიდანაა. სწორკუთხა საკურთხეველში და დასავლეთ კედელში თითო ვიწრო სარკმელია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით. ეკლესია გადახურული ყოფილა ბრტყელი ლოდებით, რომლებიც ამავე დროს თაროსებრ ლავგარდანს ქმნიდა. აღმოსავლეთით ლავგარდნის ორიოდე ქვაა შემორჩენილი. დასავლეთსი კარის თავზე ჩასმულია რელიეფური ქვაჯვარი, რომლის კიდეებზე ორ სვეტად სომხური წარწერაა, ეკლესია სომხურია.

                                                                                                                                                                                                              მგალობლიშვილი მ.
Views: 2462 | Date: 15-ივნ-2010 | Rating: 5.0/1 | Comments (4)

იდლეთის ნათლისმცემლის ეკლესია, არქიტექტურულ მონუმენტური ხელოვნების ძეგლი, დგას სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით გავაკებულ ფერდობზე. თარიღდება VI საუკუნის I ნახევრით. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანია (7,5X 7 მ. ), ნაგებია ქვიშაქვის დიდი ლოდებით. ნაგებობის გეგმა თანაბარმკლავიან ჯვარს წარმოადგენს. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთ მკლავში ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდში და სამხრეთ მკლავში თითო სარკმელია. აფსიდში, სარკმლის ქვეშ, კედელზე მყარად მიმაგრებულია მოზრდილი სატრაპეზო ქვა. გუმბათის ყელის საბჯენი თაღების ქუსლებთან, კუთხეებში მასიური თაროებია დაყოლებული. თაროების დონეზე ... კითხვის გაგრძელება »
Views: 2610 | Date: 15-ივნ-2010 | Rating: 3.7/3 | Comments (1)


მაღალაანთ ეკლესია, მაღალაანთ ეკლესიის ანსამბლი, XII საუკუნის დასასრულის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. კასპის რაიონის სოფელ წინარეხიდან 2,5 კმ-ზე, მდინარე კავთურის მარცხენა ნაპირზე (თბილისიდან დასავლეთით 55 კმ-ზე). ეს მხარე XIV საუკუნიდან ძლიერ აზნაურებს — მაღალაძეებს ეკუთვნოდა (მანამდე ივანიძეების მფლობელობაში იყო). აქედანაა სახელწოდებაც.

გეგმით სწორკუთხა, ერთნავიანი ეკლესია აღმართულია ორსაფეხურიან ცოკოლზე, გადახურულია ცილინდრული კამარით. სამხრეთ ფასადის მთელ სიგრძეზე გასდევს ასევე ცილინდრული კამარით გადახურული ეგეტერი, რომლის აღმოსავლეთი აფსიდით დასრულებული ნა ... კითხვის გაგრძელება »
Views: 3007 | Date: 10-იანვ-2010 | Rating: 5.0/4 | Comments (2)

ვახუშტი ბაგრატიონი ჩვენული ლაკონურობით ამგვარად აგვიწერს კავთას:
"... დიდგორის კალთას, არს ციხე კავთისა, მაღალს კლდესა ზედა შენი".
"კავთა" მდინარე კავთურის ხეობაში გაბტონებული სახელწოდებაა (კავთა, თავკავთა, კავთის-ხევი, კავთურა, კავთის ციხე, კავთის ეკლესია, გვარი კავთიაშვილი).
გაურკვეველი და ამოუშიფრავია "კავთა"-ს მნიშვნელობა, თუმცა ამ სიტყვის შინაარსის ახსნა სცადა სერგი მაკალათიამ, რომელმაც დაწვრილებით აღწერა კავთურის ხეობა.
დიდი ქართველი მეცნიერის ზემოთმოყვანილ მცირე აღმწრილობაში ორი რამ არის საყურადღებო:
1. ვახუშტი არაფერს ამბობს კავთის წმინდ გიორგის სახელობის ეკლესიის შესახებ, რომელიც იმავე "მაღალს კლდესა ზედა" არის ნაშენი და დღემდე მოღწეული. ეს ეკლესია სპეციალისტების მიერ შესწავლილი არ არის, მაგრამ ძველი უნდა იყოს, ალბათ გამორჩა.
2. ვახუშტი არ ახსენებს "თ ა ვ კ ა ვ თ ა ს", რაც დღემდე ჰქვია "მაღალს კლდესა ზედა შენ" კავთას. ეს გასაგებიც არის, "თავკავთა" შემდეგდროინდელი შერქმეული უნდა იყოს. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს ის ფაქტი, რომ კავთურის ხეობაში (სოფ. თვალადში) ... კითხვის გაგრძელება »
Views: 3830 | Date: 22-დეკ-2009 | Rating: 5.0/1 | Comments (2)

ამ რამდენიმე წლის წინათ ერთმა ჩემმა მეგობარმა მიმითითა იმ ფაქტზე, რომ აკაკი წერეთელი ერთ თავის ლექსში აგდებით იხსენიებს სოფელ კავთისხევსო, თანაც ამ ლექსის ერთი სტროფი ზეპირად მითხრა:

ვინღა გაარჩევს პედაგოგს,
უგვაროსა და გვარიანს,
როდესაც ერთი ფასი აქვს
კავთისხევსა და ვარიანს!

მაშინ აკაკის თხზულებათა ის ტომი, რომელშიც ეს ლექსია დაბეჭდილი, ხელთ არა მქონდა, ამისგამო ძნელი იყო წინასწარ გათვალისწინება იმ საინტერესო ქვეტესტისა, რომელიც ამ სტროფს ჰქონია.
ჩემი სოფელი ლამაზ სოფლად მიმაჩნდა. გაგონილი მქონდა ხლხური სიმღერა:

კავთისხეო, შემკობილო,
წინ, მინდორო, უკან ტყეო.
ბიჭებისა სათამაშო,
ქალებისა სამოთხეო.

სოფელი ვარიანი არ მენახა, მაგრამიმ ხალხურ ლექსებში, სადაც ქართლის სოფლებია დახასიათებული, წაკითხული მქონდა:

ვარიანი - ვალიანი,
უტყეო და ქარიანი...

აი რას ვკითხულობთ პეტრე უმიკაშვილის "ხალხური სიტყვიერების" შენიშვნებში ამ ლექსის გამო: "სხვა სოფლებს ... კითხვის გაგრძელება »
Views: 5425 | Date: 22-დეკ-2009 | Rating: 5.0/3 | Comments (10)

            ეპისტოლარული
საფალავნო ქვა, იგივე საჯილდაო ლოდი, ვაჟკაცთა ღონის საცდელი. უმთავრესად მრგვლად "გამოკვერცხილი". ამ ლოდის აწევას აძნელებს არა მარტო მისი სიმძიმე, ლოდი მრგვალი და ლიპია, მოუხელთებელი: ხელი არ ეკიდება...
ბავშვობაში, სოფელ გუდალეთის ეკლესიის ეზოში, აღდგომის მეორე დღეს მინახავს როგორ ეჭიდებოდნენ ჭაბუკები საფალავნო ქვას. ასეთი ლოდი ყოფილა სოფ. თვალადშიც, ძლევის ქედზე, წმინდა გიორგის ეკლესიასთან... ამას წინათ ასეთივე სავაჟკაცო ქვა ვნახე სოფელ მეტეხში, ირაკლი გიგოს ძე მაღალაშვილის ეზოში.
ასეთი ლოდები ყოფილა რაჭასა (ბარაკონში) და სვანეთში. ლოდის აწევის სპორტი საქართველოს ყველა კუთხეში ყოფილა გავრცელებული და აქა-იქ ჩვენს დრომდე მოაღწია. დაწესებული იყო ქვის აწევის საფეხურები: ქარის გატარება, მუხლამდე, მკერდამდე აწევა, თავზეიტ და ცხენზეით გადაგდება. ამის მიხედვით ჯილდოც სხვადასხვა იქნებოდა. ამ ქართული სპორტის აღწერილობა მოცემული აქვს პოეტ ზ. შერაზადაშვილს (ჟურ. "დროშა" 1953, N4) ... კითხვის გაგრძელება »
Views: 3415 | Date: 22-დეკ-2009 | Rating: 5.0/3 | Comments (0)

nullკავთისხევი
და ქვათახევი

მრავალმხრივ არის საყურადღებო კავთურის ხეობა...
ამ მიდამოების ერთ-ერთი შესანშნავი ძეგლის ქვათახევის მონასტრის მაღალ თაღებ ქვეშ "შეჰყარა ლანგ თემურ მოწესენი და შეასხა ეჟვანნი (რომელნი იტყოდნენ: "ვაი ჩვენს დედაბრობასა, ეს რა გვეჟღარუნებიან!"), და გამოსწვა ყოველნი ეკლესიასა შინა, და ჩანს დღესაც იატაკს ზედა ხელნი, ფერხნი, თავნი და გვამნი. არავინ შევალს ფეხცმული, არამედ ფეხშიშველნი, სიწმინდისთვის...". (ვახუშტი).
ამავე თაღებ ქვეშ მოხდა ტრაღიკული ქორწინება ქართლის მეფის ლუარსაბისა და დიდი მურავის უბედური დისა. ეს ქორწინება და გიორგი სააკაძის სამეფო სახლთან დანათესავება გადაიქცა ქართლის უბედურების სათავედ, დიდი მოურავის ტრაღედიად და ლუარსაბის წამების მიზეზად.
ამ ხეობას რომანტიული შუქი მოჰფინა "ქართლის ცხოვრებამ", ვახუშტი ბაგრატიონმა, იოსებ თბილელმა, ვასილ ბარნოვმა... ქვათახევდან გამო ... კითხვის გაგრძელება »
Views: 6057 | Date: 22-დეკ-2009 | Rating: 5.0/2 | Comments (0)

1 2 »
» შესვლა
ლოგინი:
პაროლი:

» მე ♥ კავთისხევი

» Facebook

» რეკლამა

» რეკლამა

» სტატისტიკა


ქსოვრელა © 2006-2024