კავთისხევი და ქვათახევი - 22 დეკემბერში 2009 - კავთისხევი †
ორშაბათი, 05-დეკ-2016, 5:18:27მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
» ვიდეო

» Twitter

» საიტის მენიუ

» დაუმეგობრდი

» უწმინდესი ილია II

» რეკლამა

» კავთისხევი

მთავარი » 2009 » დეკემბერი » 22 » კავთისხევი და ქვათახევი
12:01:09
კავთისხევი და ქვათახევი
nullკავთისხევი
და ქვათახევი

მრავალმხრივ არის საყურადღებო კავთურის ხეობა...
ამ მიდამოების ერთ-ერთი შესანშნავი ძეგლის ქვათახევის მონასტრის მაღალ თაღებ ქვეშ "შეჰყარა ლანგ თემურ მოწესენი და შეასხა ეჟვანნი (რომელნი იტყოდნენ: "ვაი ჩვენს დედაბრობასა, ეს რა გვეჟღარუნებიან!"), და გამოსწვა ყოველნი ეკლესიასა შინა, და ჩანს დღესაც იატაკს ზედა ხელნი, ფერხნი, თავნი და გვამნი. არავინ შევალს ფეხცმული, არამედ ფეხშიშველნი, სიწმინდისთვის...". (ვახუშტი).
ამავე თაღებ ქვეშ მოხდა ტრაღიკული ქორწინება ქართლის მეფის ლუარსაბისა და დიდი მურავის უბედური დისა. ეს ქორწინება და გიორგი სააკაძის სამეფო სახლთან დანათესავება გადაიქცა ქართლის უბედურების სათავედ, დიდი მოურავის ტრაღედიად და ლუარსაბის წამების მიზეზად.
ამ ხეობას რომანტიული შუქი მოჰფინა "ქართლის ცხოვრებამ", ვახუშტი ბაგრატიონმა, იოსებ თბილელმა, ვასილ ბარნოვმა... ქვათახევდან გამოვიდა საკალმასოდ იოანე ბაგრატიონის შეუდარებელი "ხუმარ-სწავლის" პერსონაჟი და ამ მონასტის იპოდიაკონი მწიგნობარი იონა ხელაშვილი.
ქვათახევი ყოველთვის იქცევდ ქართველ მკვლევართა და მეცნიერთა ყურადღებას და საკმაო ლიტერატურაც არსებობს მის ირგვლივ. 1961 წელს ლ. მენაბდემ გამოაქვეყნა "ძველი ქართული მწერლობის კერების" პირველი ტომი. ამ წიგნში თავისი ადგილი უჭირავს ქვათახევის მონსტრის ინსტორიასაც. მკვლევარს თავმოყრილი და მითითებული აქვს მრავალი საყურადღებო, მათ შორის ბევრი ახლად მოპვოებული ისტორიული დოკუმენტი, რომლებიც ნათლად წარმოგვიდგენენ ამ "ცათა უმაღლესს" და "დიდებულსა და დიდ უდაბნოს", როგორ მას ერთ-ერთი საბუთის გადამწერი ნ. ორბელიანი უწოდებს.
ქვათახევის მონასტრის გარდა კავთურის ხეობას ბევრი ისტორიული ძეგლი ამშვენებს: მაღალაანთ ეკლესია, კავთის ციხე და კავთის ეკლესია, იდელეთის ეკლესია და სხვ. ამ ხეობაში უმოგზაურია მრავალ ქართველ თუ უცხოელ საზოგადო მოღვაწეს და მეცნიერს, თვისი აზრი გამოუთქვამთ.... უნაკასნკელათ მაღალაანთ ეკლესიას ორი ნაშრომი უძღვნა ვახტანგ ბერიძემ, ხოლო იდელეთის ძველი ეკლესი შეისწავლა ვახტანგ ცინცაძემ. ამორი-სამი წლის წინათ კავთურის ხეობის შესახებ მეცნიერულ-პოპულარული ნარკვევი გამოაქვეყნა სერგი მაკალათიამ.
დასანიანია, რომ ეს ძველი მხარე აქამდე არ გამხდარა ქართული არქეოლოგიის სარბიელი, სარბიელი კი ძალზე დიდია. შემთხვევით თუ იშვიათი დაზვერვის შედეგად ნაპოვნი მასალა ამის თქმის საბაბს იძლევა.
ვახუშტი ბაგრატიონი ამ მხარეს ასე აგვიწერს:
"ნიჩბისის დასავლეთით ხევი-კავთისა. გამოდის დიდგორს, დის ჩრდილოთ, ერთვის მტკვარს სამხრიდან. ქვათახევამდე ვენახოვანი, ხილიანი. ქვათახევს არს მონასტერი ყოვლადწმინდისა, გუნბათიანი, მშვენიერნაშენი. ზის არქიმანდიტი. და არის ადგილი შემკული, ზაფხული გრილი, წყაროიანი: ზამთარი თბილი, გარემოს მთა ტყიანი, შენობა მრავალნი".
ამ ამონაცერში არის ორი-სამი ფრაზა, რომელსაც განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს:
"ხ ე ვ ი-კ ა ვ თ ი ს ა" "ქ ვ ა თ ხ ე ვ ა მ დ ე ვენახოვანი... და "ქ ვ ა თ ა ხ ე ვ ს ა ა რ ს მ ო ნ ა ს ტ ე რ ი ყოვლაწმინდისა"
"ხ ე ვ ი-კ ა ვ თ ი ს ა" იმით არის საყურადღებო, რომ "ხევი" (მდინარე) ისახელება "კავთ"-დან; ამ მდინარის სახელწოდება ვახუშტის თქმით მოდის "კავთ"-იდან და არა პირუკუ, არა ისე, როგორც ეს დღეს გვესმის: თითქოს ეს ხეობა მდინარის სახელს ატარებდეს და "კ ა ვ თ უ რ ა ს ხ ე ო ბ ა" იყოს. ამ ხეობის სახელწოდების სწორი და ძველი გამოთქმა, როგორც ჩანს, დღემდე შერჩენილი აქვს მხოლოდ სოფელს (კ ა ვ თ ი ს-ხ ე ვ ი). ხეობის ზემო ნაწილს ამჟამად "კავთურის ხეობას" ეძახიან და არა კავთის-ხევს, ვახუშტის დროს კი ამ ხეობას მთლიანად "კავთის-ხევი" (ხევი-კავთისა) უნდა რქმეოდა.
ვახუშტის ნათქვამი: "ქვატახევამდე ვენახოვანი". და "ქვათახევს არს მონასტერი ყოვლაწმინდისა", მიგვითითებს იმაზე, რომ "ქ ვ ა თ ა ხ ე ვ ი" სახელწოდებაა ამ ხეობისა, სადაც "ა რ ს მ ო ნ ა ს ტ ე რ ი ყ ო ვ ლ ა დ წ მ ი ნ დ ი ს ა". მართლაც, ქვათახევის მონასტერი უშუალოდ მდინარე კავთურის ხეობაში კი არა, მისი მცირე შენაკადის ხეობაში მდებარეობს, რომლის ზუსტ სახელად დაკვირვებული მეცნიერი "ქვათახევს" სდებს.
                                     
                                                                        გიორგი ატბერაშვილი

ნანახია: 4400 | დაამატა: ქსოვრელა | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლა
ლოგინი:
პაროლი:

» მე ♥ კავთისხევი

» Facebook

» რეკლამა

» რეკლამა

» სტატისტიკა


ქსოვრელა © 2006-2016