მაღალაანთ ეკლესია - 10 იანვარს 2010 - კავთისხევი †
ორშაბათი, 05-დეკ-2016, 5:23:18მოგესალმები Guest | RSS
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
» ვიდეო

» Twitter

» საიტის მენიუ

» დაუმეგობრდი

» უწმინდესი ილია II

» რეკლამა

» კავთისხევი

მთავარი » 2010 » იანვარი » 10 » მაღალაანთ ეკლესია
1:25:45
მაღალაანთ ეკლესია

მაღალაანთ ეკლესია, მაღალაანთ ეკლესიის ანსამბლი, XII საუკუნის დასასრულის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. კასპის რაიონის სოფელ წინარეხიდან 2,5 კმ-ზე, მდინარე კავთურის მარცხენა ნაპირზე (თბილისიდან დასავლეთით 55 კმ-ზე). ეს მხარე XIV საუკუნიდან ძლიერ აზნაურებს — მაღალაძეებს ეკუთვნოდა (მანამდე ივანიძეების მფლობელობაში იყო). აქედანაა სახელწოდებაც.

გეგმით სწორკუთხა, ერთნავიანი ეკლესია აღმართულია ორსაფეხურიან ცოკოლზე, გადახურულია ცილინდრული კამარით. სამხრეთ ფასადის მთელ სიგრძეზე გასდევს ასევე ცილინდრული კამარით გადახურული ეგეტერი, რომლის აღმოსავლეთი აფსიდით დასრულებული ნაწილი სამლოცველოს წარმოადგენს. ეკლესია ამ ტიპის ნაგებობათა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია საქართველოში. მისი პროპორციები მსუბუქი და ჰარმონიულია. აღმოსავლეთი და დასავლეთი ფასადები დამუშავებულია სამთალედის სისტემით. საერთო დეკორატიული ეფექტისათვის ხუროთმოძღვარს 2 ფერის ქვა გამოუყენებია — ძირითადად ყვითელ-ქვიშისფერი, ხოლო ორნამენტული ფრიზისათვის რომელიც მთელ შენობას უვლის გარს, ლამაზიმწვანე ქვა ჩაურთავს. ძეგლი შემკულია მაღალი ოსტატობით შესრულებული მდიდარი ჩუქურთმებით (სარკმლებისა და პორტალების საპირეები, კარნიზები, ჯვრისა და ფრინველების კომპოზიცია დასავლეთ ფასადზე). ინტერიერში შემორჩენილია განვითარებული შუა საუკუნეების და XVII საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები.

მაღალაანთ ეკლესიის სამხრეთით აღმართულია სამრეკლო, რომელიც 1716 წელს ააშენა სოლომონ მაღალაძემ, სამრეკლოს ქვემო სართული გალავანში შესასვლელს წარმოადგენს (ახლა ნახევრად დანგრეულია). გალავნის შიგნით XVI-XVII საუკუნეების, კიდევ ერთი სამრეკლოა. იგი პაპუა მაღალაძეს საძვალედ გადაუკეთებია. ინტერიერში შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. ეკლესიისა და კოშკების მთელ ანსამბლს გადმოჰყურებს „ზემო კოშკი", რომელიც აგრეთვე პაპუა მაღალაძემ ააშენა 1679 წელს.
      




























                          ***
სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალის ავტორია :
         პაატა ვარდანაშვილი  
www.paata.ge
ნანახია: 1877 | დაამატა: ქსოვრელა | რეიტინგი: 5.0/4
სულ კომენტარები: 2
2  
აუცილებლად გავითვალისწინებთ თქვენს შენიშვნას

1  
avtoris saxeli mainc miawereT

http://www.flickr.com/photos/paata/2245468555/

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
» შესვლა
ლოგინი:
პაროლი:

» მე ♥ კავთისხევი

» Facebook

» რეკლამა

» რეკლამა

» სტატისტიკა


ქსოვრელა © 2006-2016